19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს ქმედებაზე რეაგირებას უზენაესი სასამართლოსგან ითხოვს

სახალხო დამცველი სააპელაციო სასამართლოს ქმედებაზე რეაგირებას უზენაესი სასამართლოსგან ითხოვს. შერჩევითი მართლმსაჯულებისა და კანონის დარღვევის გამო, სააპელაციო სასამართლო დღეს უჩა ნანუაშვილმა ღიად გააკრიტიკა. მისი განცხადებით, მეორე ინსტანციამ არასამართლებრივი ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედა, როდესაც რუსთავი 2-ს, როგორც დავაში მონაწილე მხარეს გადაწყვეტილება ვადაზე ადრე საკუთარი ინიციატივით ჩააბარა.

სახალხო დამცველმა მისი პოზიციის სამართლებრივი არგუმენტების შესახებ დღეს ვრცელი წერილობითი განცხადებაც გამოაქვეყნა, თუმცა ამ დრომდე ოფიციალური პოზიცია, უზენაეს სასამართლოს არ დაუფიქსირებია. განმარტება, შესაძლო კანონდარღვევის შესახებ, კურიერთან უზენაესი სასამართლოს მოსამართლე პაატა სილაგაძემ გააკეთა. ის ვარაუდობს, რომ მეორე ინსტანციას კანონი არ დაურღვევია.

შეგახსენებთ, რომ უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებისთვის, 21 დღიანი ვადის ათვლა რუსთავი 2-ის მხარისთვის სამი დღის წინ დაიწყო. სწორედ 3 დღის წინ ვადაზე ადრე საკუთარი ინიციატივით ჩააბარა სააპელაციო სასამართლომ რუსთავი 2-ის მხარეს გადაწყვეტილება. ამით, როგორც მხარის ადვოკატები აცხადებენ, კანონი დაირღვა და პროცესები 18 დღით დაჩქარდა.

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე.

დღის ამბები