თავისუფალი დემოკრატების წევრი, შალვა შავგულიძე, რუსთავი2-ის საქმის გარშემო მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საუბრობს და ღიად აცხადებს, რომ იკვეთება ხელისუფლების დიდი სურვილი, დაიმორჩილოს სამაუწყებლო კომპანია.
„აქ იყო დარღვეული ყველა საპროცესო სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს სამართლიან მართლმსაჯულებას. ეს არ არის სამართალწარმოება, ეს არ არის სამართალი, ეს არის ხელისუფლების დაუოკებელი სურვილი, რომ დაიმორჩილოს მისგან არაკონტროლირებადი მედიასაშუალება,“ - განაცხადა შალვა შავგულიძემ.
ეროვნული ფორუმის წევრი, ანი მიროტაძე, აცხადებს, რომ საქმემ ყველა პროცედურა უნდა გაიაროს, რათა კითხვის ნიშნები არ დარჩეს.