წიგნი ყველა სოფელს - პროექტის ფარგლებში გამოფენა-გაყიდვა მოეწყო თბილისში. დღის განმავლობაში ცნობილი ამერიკული რესტორნის სტუმრებს საშუალება ექნებათ, ფასდაკლებით შეიძინონ და გაუგზავნონ წიგნები მათ, ვისთვისაც ისინი ხელმიუწვდომელია.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია, მსურველებმა, წიგნთან ერთად, ადრესატებს გაუგზავნონ წერილებიც და შეიძინონ წიგნის მეგობრები.
მსგავსი წერილები დღეს პროექტის ავტორებმა და სპორტის მინისტრმაც დაწერეს.