19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ბაიკერების საქმეზე იმსჯელა

თბილისის საქალაქო სასამართლომ დაკავებული ბაიკერების საქმეზე იმსჯელა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, 2 ბაიკერი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, ხოლო ერთ-ერთ მათგანს 250-ლარიანი ჯარიმა დაეკისრა.

ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გუშინ, გვიან ღამით, დაკავებული კიდევ ერთი მოყვარული ბაიკერი რჩება, რომელსაც პროკურატურა სისხლის სამართლის წესით ედავება და ის ჯერჯერობით სასამართლოს წინაშე არ წარმდგარა.

საქალაქო სასამართლოში სხდომის პარალელურად მცირე ინციდენტიც მოხდა.

 

 

ავტორი: სალომე ბოკუჩავა

დღის ამბები