19 ნოემბერი 2024,   21:41
ვრცლად
ჰარვარდის სტუდენტები საქართველოში რუსული ენის სასწავლებლად ჩამოვიდნენ

შეერთებული შტატებიდან სტუდენტები საქართველოში რუსული ენის სასწავლებლად ჩამოვიდნენ. ჰარვარდის 9 კვირიანი საზაფხულო სკოლას ღირებულება 8000 დოლარს შეადგენს და კურსს ზუსტად ასე ჰქვია: ”ისწავლე საზღვარგარეთ თბილისში საქართველოში რუსული ენა."

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რუსული ენის ლექციები ჰარვარდის სტუდენტებს ყოველდღიურად 3 საათის განმავლობაში უტარდებათ.

გარდა რუსულისა ამერიკელი სტუდენტები მოკლე ლექციებს მოისმენენ საქართველოს ისტორიაზე, რუსულ და ქართულ კინემატოგრაფიაზე და რუსულ მხატვრულ ლიტერატურაზე კავკასიის შესახებ.

ავტორი: გვანცა სუთიძე

 

დღის ამბები