09 ოქტომბერი 2024,   16:29
ვრცლად
მოსკოვი აშშ-ს პუტინის მმართველობის დამხობის მცდელობაში ადანაშაულებს

რუსეთი შეერთებულ შტატებს ქვეყანაში ხელისუფლების ცვლილების მზადებაში ადანაშაულებს. განცხადება ამის შესახებ სათათბიროში რუსეთ-ამერიკის ურთიერთობების საკითხზე მოსმენის დროს სერგეი ლავროვის მოადგილემ გააკეთა.

სერგეი რიაბკოვის თქმით, სანქციების დაწესებით ვაშინგტონი რუსეთში ხელისუფლების ცვლილების მიზნით სოციალ-ეკონომიკური საფუძვლის შექმნას ცდილობს.

საგარეო უწყების წარმომადგენლის მტკიცებით, შეერთებული შტატები მოკავშირეებზე ზეწოლასაც ახდენს და მათ ანტირუსული კურსის გაგრძელებას მოუწოდებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები