ჩინეთში ლედი გაგას შემოქმედება აიკრძალა. გადაწყვეტილება ჩინეთის ხელისუფლებამ მას შემდეგ მიიღო, რაც პოპ ვარსკვლავი დალაი ლამას შეხვდა. ტიბეტელი ბუდისტების ლიდერისა და ლედი გაგას შეხვედრა ორი დღის წინ შეერთებულ შტატებში, ინდიანა პოლისში გაიმართა.
აუდიენცია 20 წუთს გაგრძელდა და პოლიტიკურ საკითხებს არ მოიცავდა. ოფიციალურ დადგენილებაში აღნიშნულია, რომ მომღერალი კულტურის მოღვაწეთა შავ სიაშია შეყვანილი, მას ეკრძალება ჩინეთში შესვლა, ქვეყანაში კი მისი სიმღერები იკრძალება.