უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქედისა და შუახევის რაიონებში რამდენიმე ხიდიწაიღო. ოთხი სოფელი გარე სამყაროსაა მოწყვეტილი.
400-მდე ოჯახს არც ელექტროენერგია მიეწოდება. დაიმეწყრა რამდენიმე მოსახლის ეზოც, რის გამოც 10 ოჯახი მუნიციპალიტეტმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა.
შუახევის მუნიციპალიტეტში ამ დრომდე წვიმს და ადიდებულია მდინარე გუდნისწყალიც.