19 ნოემბერი 2024,   21:33
ვრცლად
„შემზარავი თავდასხმაა, სიტყვები არ მყოფნის მომხდარის აღსაწერად" - საქართველოში თურქეთის ელჩი, გუმრუქჩუ

სტამბოლის ტერაქტთან დაკავშირებით, პირველ კომენტარს აკეთებს თურქეთის ელჩი საქართველოში. ზექი ლევენთ გუმრუქჩუს ინფორმაციით, ამ დროისთვის დაღუპულთა და დაშავებულა შორის ქართველები არ არიან. ელჩმა ასევე მადლობა გადაუხადა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს და ქართველ ხალხს გამოხატული სოლიდარობისთვის.

დიპლომატის ინფორმაციით, აფეთქებაში ჩართული იყო7 ტერორისტი და სამი მათგანი თვითმკვლელი იყო. გარდაცვლილთა რიცხვი დილის მონაცემებით, მისი თქმით, 36-37 ადამიანი იყო და 100-ზე მეტი დაშავებულია. ელჩი არ გამორიცხავს, რომ მსხვერპლი გაიზარდოს.

„შემზარავი თავდასხმაა, სიტყვები არ მყოფნის მომხდარის აღსაწერად. სამწუხაროდ ეს მსოფლიოს ყველა კუთხეში ხდება. სამი თვის წინ მსგავსი რამ ბრიუსელშიც მოხდა, ახლა ეს სტამბულში განმეორდა. ვიცი რამდენად ძვირფასია და მძიმეა საქართველოსთვის, რადგან ეს არის აეროპორტი, რომელსაც თქვენც ხშირად იყენებთ. ეს ერთერთი ყევლაზე მასშტაბური შეტევა იყო. მთელი მსოფლიო გაერთიანებულია ამ ფაქტის შემდეგ. პრემიერი კვირიკაშვილი იყო ერთერთი პირველი, ვინც დაუყუოვნებლივ გამოთქვა სამძიმარი და სოლიდარობა თურქი ხალხის მიმართ და მინდა მას მადლობა გადაუხადო, ისევე როგორც პრეზიდენტს და მინისტრებს. ასევე ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის. ჩვენ ჩვენი მეგობრების მხარდაჭერით უფრო ძლიერები ვხდებით და უნდა გავაძლიეროთ თანამშრომლობა,“ - განაცხადა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ.

ამავე თემაზე
დღის ამბები