სტუდენტების სოლიდარობის აქცია გაიმართა დღეს თურქეთის საელჩოსთან. შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტები დიპლომატიური წარმომადგენლობის შენობასთან მივიდნენ და სანთლები დაანთეს. სტუდენტები გმობენ ტერორიზმს და სამძიმარს უცხადებენ თურქ ხალხს.
“ვგმობთ იმ ძალადობას და ტერორიზმს, რომელიც გახშირდა სამწუხაროდ. ჩვენი უნივერსიტეტის სახელით გვინდოდა სოლიდარობა გამოგვეხატა. თურქეთი ახლა მარტო არ არის და საქართველო ახალა მას გვერდით უდგას“ - განაცხადა შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა სალომე სუხიშვილმა.