სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის გარდაცვალების შესახებ დღის განმავლობაში უკვე მეორედ ვრცელდება ინფორმაცია. გავრცელებული ინფორმაციით, საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული პანკისის ხეობის სოფელ დუისში მცხოვრები, 39 წლის ომარ მარგოშვილია, რომელიც, სავარაუდოდ, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს წევრი იყო.
ის საქართველოდან თურქეთში 2015 წელს წავიდა, საიდანაც სირიაში გადავიდა. ომარ მარგოშვილს 10 შვილი დარჩა.
სირიაში პანკისელი ახალგაზრდის დაღუპვის შესახებ ინფორმაცია გუშინაც გავრცელდა.