19 ნოემბერი 2024,   21:44
ვრცლად
გარესამყაროს მოწყვეტილი 5 სოფელი, წაღებული ხიდები და ჩახერგილი გზები - აჭარაში სტიქიას ებრძვიან

ზემო აჭარაში სტიქიას ებრძვიან. ამ დრომდე გარესამყაროს არის მოწყვეტილი 5 სოფელი, 400-მდე მოსახლე კი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშეა დარჩენილი. ჩამოწოლილმა მეწყერმა ზემო აჭარის რამდენიმე სოფელში ხიდი წაიღო. ბოლო მონაცემებით, უჩამბას ხეობის 5 სოფლიდან ალტერნატიულ საცხოვრებელში 15-ზე მეტი ოჯახია გახიზნული.

სტიქიის შედეგად განადგურდა საქართველოში მოქმედი ერთ-ერთი ყველაზე დიდი სათევზე მეურნეობა. განადგურებულია სტიქიის ზონაში მდებარე რესტორნის ინფრასტრუქტურა, რომელშიც შემთხვევის დროს ათეულობით სტუმარი იმყოფებოდა.

სპეციალისტების განცხადებით, ზარალის დათვლას 2 დღე დასჭირდება, შემდეგ კი რეგიონში საგზაო ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაიწყება. მოწყვეტილ სოფლებთან მისასვლელად დღეს ალტერნატიული შემოვლითი გზა შეკეთდა.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე, ელენე ფირცხალაიშვილი.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები