19 ნოემბერი 2024,   21:42
ვრცლად
25 სართულიანი კორპუსები - იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მოსახლეობის პროტესტი

ორი 25 სართულიანი სახლის მშენებლობას აპროტესტებს იოსებიძის, შარტავას და დები იშხნელების ქუჩების მოსახლეობა. მათ გამაფრთხილებელი აქციაც გამართეს. როგორც მათ განაცხადეს, მშენებლობა უფრო გაართულებს ტერიტორიაზე არსებულ ინფრასტრუქტურულ პრობლემებს.

მოსახლეობა მერიისგან ამ ტერიტორიაზე სკვერის, სარეკრეაციო ზონის მოწყობას ითხოვს.

აქციის მონაწილეებს შეხვდა ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია, რომელიც მათ პრობლემებს გაეცნო.

„დედაქალაქის მერია კვლავ აგრძელებს მავნებლობას. მეც და ყველა მოსახლეს გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მერიაში მაღალჩინოსნები არიან მოსწრებაზე, არჩევნებამდე გასცენ ამ დანაშაულებრივ პროექტზე ნებართვა,“ - განაცხადა ნიკა მელიამ.

დღის ამბები