19 ნოემბერი 2024,   21:37
ვრცლად
"მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო ალბათ, უსაფრთხოების კუთხით" - გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ათათურქის აეროპორტში მომხდარი ტერაქტის გამო, თურქეთს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა. განცხადება პრემიერმა მთავრობის დღევანდელ  სხდომაზე გააკეთა. 

გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს.

„საშინელება მოხდა. მე მგონია, რომ კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო ალბათ, უსაფრთხოების კუთხით ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და არ მხოლოდ მათთან, თანამშრომლობისთვის. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მაქსიმალური კონტროლი იყოს, რომ ასეთი რაღაცეები არ მოხდეს და მინდა კიდევ ერთხელ გამოვთქვა ძალიან გულწრფელი სამძიმარი ამ უბედური შემთხვევის გამო,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები