19 ნოემბერი 2024,   21:39
ვრცლად
მერიის სატრანსპორტო კომპანიაში არსებული კორუფცია - "ენმ" სკანდალურ დოკუმენტს ასაჯაროვებს

სკანდალური დოკუმენტი, რომელსაც საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა ასაჯაროებს. საქმე ეხება მერიის სატრანსპორტო კომპანიაში არსებულ კორუფციულ ფაქტებს.

საუბარია შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომლის მიხედვითაც სატრანსპორტო კომპანიაში რამდენიმე მიმართულებით ფინანსური გადახარჯვები გამოვლინდა და სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებიც არსებობს. 

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით, თბილისის მერიის განცხადების საფუძველზე, სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორი ირაკლი ღურჭუმელია გაათავისუფლეს.

დასკვნა ეხება 2014-2015 წლებს, სწორედ იმ დროს, როდესაც კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა ირაკლი ღურჭუმელია, რომელიც ოპოზიციის ინფორმაციით, არის უმრავლესობის დეპუტატის გუგული მაღრაძის სიძე.

ფინანსური ნაწილის გარდა, საუბარია თავად კომპანიის არეფექტურ მუშაობაზეც. დასკვნაში ასევე წერია, რომ საშტატო ნუსხის მიღმა ხდებოდა თანამშრომლების დასაქმება და მათთვის ხელფასების გადახდა.

ასევე წერია, რომ ადგილი ქონდა სამივლინებო თანხის გადახარჯვას, სატრანსპორტო კომპანიამ ბიუჯეტიდან დახარჯა 60 ათასი ლარი, მხოლოდ სარესტორნო მომსახურებაზე.

დასკვნის კიდევ ერთი ნაწილი შეეხება ტენდერებს და ამის შესახებ დოკუმენტში ნათქვამია, რომ ტენდერების პირობების მორგება ხდებოდა კონკრეტული პირების სასარგებლოდ.

„კომპანიის წლიური ბრუნვა არის დაახლოებით 130 მილიონი ლარი და ფინანსურ დირექტორად ამხელა კომპანიაში დანიშნული იყო საქართველოს პარლამენტის წევრის გუგული მაღრაძის სიძე, რომელიც, გუშინ თბილისის მთავრობის მიერ, პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლდა თანამდებობიდან. კომპანიის დირექტორატმა გამონახა შესაძლებლობა, რომ დაეხარჯა სარესტორნო მომსახურებაში 60 ათასი ლარი, ისე რომ ამის დამადასტურებელი არანაირი დოკუმენტაცია არ იყო წარმოდგენილი. საშტატო ნუსხის მიღმა, აეყვანათ თანამშრომლები და 10 ათასობით ლარი დაეხარჯათ მათ ხელფასებზე და პრემიებზე,“- აღნიშნა ირაკლი აბესაძემ.

 

ავტრორი: ეკო მაღრაძე

 

დღის ამბები