საერთაშორისოდ ძებნილი რუსეთის მოქალაქე ქართველმა სამართალდამცველებმა თბილისში დააკავეს. თაღლითობისთვის ბრალდებული ახალგაზრდა ქალი პოლიციამ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ აიყვანა, როცა ის მოსკოვში გაფრენას ცდილობდა.
დაკავებული ამჟამად საქართველოში იმყოფება და ქართული მხარე მის ექსტრადირებას გეგმავს.