თურქეთში უკვე მეორე დღეა ტერაქტებთან კავშირში მყოფ სავარაუდო პირებს აკავებენ. სპეცოპერაციები სტამბოლსა და იზმირში მიმდინარეობს. ამ დროისთვის 13 ეჭვმიტანილია დაპატიმრებული. მათ ისლამური სახელმწიფოსთვის დახმარება ედებათ ბრალად.
თავდასხმიდან მესამე დღეს ტერაქტის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 43-მდე გაიზარდა. დღეს სტამბოლის კლინიკაში აფეთქების დროს დაჭრილი კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა. საავადმყოფოებში კი ამ დრომდე რჩება 94 დაჭრილი, რომელთა ნაწილის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა.
საავადმყოფოები და სამოქალაქო ობიექტები სამართალდამცველების მეთვალყურეობის ქვეშ მუშაობენ. სტამბოლის მასშტაბით უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს.
ავტორი: ანა წერეთელი.