01 ოქტომბერი 2024,   21:35
ვრცლად
სტიქია თელავში - ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა

თელავს სტიქიამ გადაუარა - დღის ბოლოს ამოვარდნილმა ძლიერმა ქარმა ქალაქში საცხოვრებელ სახლებს სახურავები ახადა. მთლიანად არის გადახდილი ალაზნის გამზირზე მდებარე 5 სართულიანი კორპუსის სახურავი, დაზიანებულია კიდევ რამდენიმე სახლი.

ძლიერმა ქარმა დაწყვიტა ელექტოგადამცემი ხაზები, რის გამოც ქალაქი რამდენიმე საათის განმავლობაში, დენის გარეშე იყო დარჩენილი. ქარმა წააქცია ხეებიც, დაზიანებულია ავტომანქანები. ადგილზე მობილიზებული იყო სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.

თელავის ვიცე მერის თქმით, აღდგენითი სამუშაოები დღეს დილიდან დაიწყება. თელავთან ერთად, ქარმა ახმეტაც დააზარალა.

დღის ამბები