19 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
ტერაქტი ათათურქში - ბოლო მონაცემებით, დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა

ტერაქტი ათათურქში - ბოლო მონაცემებით, სტამბოლში მომხდარ ტერაქტში დაღუპულთა რიცხვი 44-მდე გაიზარდა. უკანასკნელი გარდაცვლილი 3 წლის პალესტინელი ბიჭია.

ტერორიზმისა და ტერორისტული დაჯგუფებების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდებს მსოფლიოს თურქეთის პრეზიდენტი რეჯებ ტაიპ ერდოღანი. მან პირობა დადო, რომ ტერორისტული თავდასხმები ქვეყნის გახლეჩას არ გამოიწვევს და განაცხადა, რომ ძალადობრივ ქმედებებს არაფერი აქვს საერთო ისლამთან.

თურქეთში განხორციელებული ტერაქტების შემსრულებლები ქვეყნის ტერიტორიაზე 1 თვის წინ სირიის ქალაქ რაქადან გადავიდნენ, მათ თან ჰქონდათ ე. წ. შაჰიდის ქამრები და ასაფეთქებლები. რუსი, ყირგიზი და უზბეკი ტერორისტები ერთი თვის განმავლობაში სტამბოლში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ, სადაც აღმოჩენილია ერთერთი მათგანის პასპორტი.

 

დღის ამბები