ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეიდან იწყება. აბიტურიენტები პირველ გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ. ქვეყნის მასშტაბით 21 საგამოცდო ცენტრი მუშაობს, აქედან 9 თბილისშია.
აპლიკანტების რეგისტრაცია ამ წუთებში, საგამოცდო პროცესი კი ზუსტად 09:00 საათზე დაიწყება.
წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ჩატარდება. ფორმატის ცვლილება მხოლოდ ტესტის და არა პასუხების ფურცლის ელექტრონულად მიწოდებას ითვალისწინებს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 ათას 500 -ზე მეტი აბიტურიენტი.