საქართველო ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით დღეს სხვადასხვა საგანმანათლებლო ღონისძიებები გაიმართება.
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი დედაქალაქსა და რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს გეგმავს და მოქალაქეებს ევროსტრუქტურების შესახებ ინფორმაციას გააცნობს. საქართველო-ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ხელშეკრულება დღეიდან სრულად ამოქმედდა.