19 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტების დაახლოებით 5% არ გამოცხადდა

უკვე საათზე მეტია ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილე აბიტურიენტთა ნაწილი ქართულ ენაში გამოცდას აბარებს. კონკურსი დღეს დაიწყო და ის 22 ივლისამდე გაგრძელდება.

წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის, მაია მიმინოშვილის განცხადებით, გამოცდა მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს, თუმცა მისივე თქმით, დღევანდელ გამოცდაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტების დაახლოებით 5% არ გამოცხადდა. გარდა ამისა, მისივე თქმით, იყო დაგვიანების შემთხვევებიც.

„დაახლოებით 5% არ გამოცხადდა, სამწუხაროდ გვაქვს დაგვიანების შემთხვევებიც, გვაქვს შემთხვევაც, როდესაც საგამოცდო ცენტრი აერია აბიტურიენტს და აქედან გამომდინარე, მისთვის განკუთვნილ საგამოცდო ცენტრში დროულად ვერ გამოცხადდა და არ დაიშვნენ გამოცდაზე. ასეთი აბიტურიენტების რაოდენობა არის ხუთი,“- განმარტა მაია მიმინოშვილმა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრირებულია 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი.

დღის ამბები