19 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
თურქეთში სამართალდამცველებმა კიდევ 11 ეჭვმიტანილი დააკავეს

ათათურქის აეროპორტში მომხდარ ტერაქტთან და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით სამართალდამცველებმა კიდევ 11 ეჭვმიტანილი დააკავეს.

სპეცოპერაცია სტამბოლის ერთ-ერთ უბანში ჩატარდა. თურქული მედიის ცნობით, დაკავებულთა შორის ერთი რუსეთის მოქალაქეა. გამოძიებაზე დაყრდნობით, პრესა იმასაც წერს, რომ თვითმკვლელი ტერორისტები აეროპორტში მძევლების აყვანას აპირებდნენ, თუმცა გეგმა მას შემდეგ შეცვალეს, რაც საეჭვო ჩაცმულობის გამო პოლიციის ყურადღება მიიქციეს.

ტერაქტს, ბოლო მონაცემებით 44 ადამიანი ემსხვერპლა. თურქეთის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ თავდასხმა ისლამური სახელმწიფოს ლიდერების ჩართულობით დაიგეგმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები