19 ნოემბერი 2024,   19:26
ვრცლად
კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ წლის ანგარიში წარადგინა

კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ წლის ანგარიში არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლებს გააცნო.

უწყების ხელმძღვანელის განმარტებით, გასულ წელს სატელეკომუნიკაციო სფერომ სხვადასხვა გადასახადების სახით სახელმწიფო ბიუჯეტში, 510 მილიონი ლარი შეიტანა. საქართველოში შემოსული უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 44 % კი კავშირგაბმულობისა და ტრანსპორტის სექტორზე მოვიდა.

საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ანგარიშში, ასევე საუბარია ციფრულ მაუწყებლობასა და სატელეფონო კომპანიების მიერ მომხმარებლისთვის შეთავაზებულ ახალ ინტერნეტ სერვისზე.

დღის ამბები