დღეიდან საზაფხულო ბაღებმა დაიწყეს ფუნქციონირება. ერთი თვის განმავლობაში თბილისის მაშტაბით სულ 40 ბაღი საზაფხულო რეჟიმით მოემსახურება აღსაზრდელებს. აქედან 6 ბაგა-ბაღი სამგორის რაიონშია. ყველა მათგანი დღეს ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელთან ერთად სამგორის გამგებელმა მოინახულა. ისინი პერსონალთან ერთად საზაფხულო ბაღებში არსებულ პირობებს გაეცნენ.
საზაფხულო ბაღისთვის სპეციალურად შეიცვალა სპეციფიკა და კვების რაციონიც. დღეს პირველი საათიდან ასევე დაიწყო ბაღებში ჩარიცხვის მსურველთა რეგისტრაცია.
დღეიდან მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახის ბავშვები, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები და 13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებული ოჯახების ბავშვები დარეგისტრირდებიან. საყოველთაო რეგისტრაცია კი 8 ივლისიდან მოხდება.