ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების მეორე ნაკადი შევიდა. ქართულ ენაში აბიტურიენტების პირველი გამოცდა დილის 09:00 საათზე, მთელ ქვეყანაში გახსნილ 21 საგამოცდო ცენტრში დაიწყო.
შეგახსენებთ, რომ დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველი დღეა. წელს პირველად, გამოცდები ნაწილობრივ ელექტრონული ფორმატით ტარდება. პროცესში კი სულ 38 500 -ზე მეტი აბიტურიენტი მონაწილეობს.