სამტრედიაში სტიქიისგან დაზიანებული ორი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი გაიხსნა. განახლებული ხიდი ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მხარის გუბერნატორთან ერთად გახსნა.
პროექტი საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 820 000 ლარია.
“მოხდა თავის დროზე სტიქიური მოვლენა, რამაც ეს ხიდი დააზიანა. ჩვენ რეგიონული განვითარების ფონდიდან გამოვყავით რეაბილიტაციის სახსრები. საკმაოდ რთული პროექტი იყო განსახორციელებლად და ფაქტობრივად მთლიანად ახალი ხიდი გაკეთდა ამ ადგილზე,“-განაცხადა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ თენგიზ შერგელაშვილმა.