19 ნოემბერი 2024,   19:15
ვრცლად
"ფურცლებით გამოცდების ჩაბარების ერთ-ერთი პრობლემა იყო დანახარჯები"-ალექსანდრე ჯეჯელავა

ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით გამოცდების პირველმა დღემ მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. მინისტრი ასევე გამოეხმაურა გამოცდების ელექტრონული ვერსიით ჩატარებასაც და განმარტა, რომ ეს ხარჯების დაზოგვის მიზნით მოხდა.

“ფურცლებით გამოცდების ჩაბარების ერთ-ერთი პრობლემა იყო დანახარჯები. იბეჭდებოდა უცხოეთში, რომ აგვეცილებინა თავიდან გაჟონვა. მოგეხსენებათ, რომ საქართველოში ყველა ყველას ახლობელია. წელს შევეცადეთ, რომ ამ ხარჯის ეკონომია მიგვეღო,“ - განაცხადა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

დღის ამბები