სტამბოლის ტერაქტის სავარაუდო ორგანიზატორის შესახებ თურქული მედიის შემდეგ, შეერთებული შტატების ოფიციალური პირები საუბრობენ. ამერიკის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ, აჰმედ ჩატაევი, CNN-ის პირდაპირ ეთერში დაასახელა.
ამერიკელი კონგრესმენისგან განსხვავებით, ტერაქტის ორგანიზატორების ოფიციალურად დასახელებას არ ჩქარობს თურქეთის ხელისუფლება.
ტერაქტის ორგანიზატორების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია დღეს არც საქართველოში თურქეთის ელჩმა დაადასტურა.
აჰმედ ჩატაევი ქართველმა სამართალდამცველებმა ლაფანყურის სპეცოპერაციის დროს დააკავეს, თუმცა ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მას ბრალი მოეხსნა და ციხიდან გათავისუფლდა.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი.