19 ნოემბერი 2024,   19:29
ვრცლად
„ნაციონალური მოძრაობა“ აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებაზე პასუხისმგებლობას თეა წულუკიანს აკისრებს

აჰმედ ჩატაევის ციხიდან გათავისუფლების საქმეზე ნაციონალური მოძრაობა პასუხიმგებლობას თეა წულუკიანს აკისრებს.

თურქეთის ტერაქტის ორგანიზებაში სავარაუდო ეჭვმიტანილი და ვაშინგტონის ტერორისტთა სიაში შეყვანილი ჩატაევი 2012 წელს პატიმრობიდან პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე მაშინ გათავისუფლდა, როდესაც წულუკიანს იუსტიციის მინისტრის თანამდებობის გარდა გენერალური პროკურორის სტატუსიც ჰქონდა.

მმართველი გუნდი ჩატაევის გათავისუფლებასთან დაკავშირებით პასუხიმგებლობას არ გრძნობს. ხელისუფლების წარმომადგენლები ადასტურებენ, რომ მაშინ მოქმედი კანონის მიხედვით, თეა წულუკიანს აჰმედ ჩატაევის გათავისუფლების გადაწყვეტილების შეცვლა შეეძლო.

მმართველ გუნდში ასევე აცხადებენ, რომ მაშინდელმა მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა გადაწყვეტილება მის ზემდგომ წულუკიანთან შეთანხმების გარეშე დამოუკიდებლად მიიღო. თავად არჩილ კბილაშვილი ამ თემაზე კომენტარს არ აკეთებს.

გუშინ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ის აჰმედ ჩატაევის გათავისუფლებას ეწინააღმდეგებოდა და გადაწყვეტილება არჩილ კბილაშვილმა მიიღო. თეა წულუკიანმა დღეს კომენტარი აღარ გააკეთა. 

ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, ნიკა ლეჟავა, ნიკა ვაწაძე

 

ამავე თემაზე
დღის ამბები