ოქროს ფრთის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. ჟურნალისტების საერთაშორისო ფონდის დაჯილდოებაზე მთავარი პრიზი მედიის წარმომადგენლებთან ერთად, კულტურისა და მეცნიერების სფეროს წარმომადგენლებსაც გადაეცათ.
ლაურეატები სპეციალურმა ჟიურიმ შეარჩია და წელს ოქროს ფრთა 13 ნომინაციაში გასცა. მათ შორის პრიზები რუსთავი 2-ის მაღალრეიტინგული მუსიკალური შოუების პროდიუსერებმა, გიორგი ხაბურზანიამ და დემნა ჯაფარიძემაც მიიღეს.
ოქროს ფრთის რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონიას თანამედროვე ხელოვნების მუზეუმმა უმასპინძლა.