საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი, გიორგი აბაშიშვილი და საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ვეტერანთა საკითხებში, ალექსი ბარბაქაძე, დღეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდნენ.
მათ 1993 წლის 2 ივლისს დაბა ტამიშთან ბრძოლის დროს დაღუპული მეომრების ხსოვნას პატივი მიაგეს.