საპროტესტო აქცია ლაგოდეხის რაიონის სოფელ აფენში. ფერმერები საზამთროსა და ნესვზე დაბალ ფასებსა და რეალიზაციის პრობლემას აპროტესტებენ.
ადგილობრივები ირწმუნებიან, რომ 15 თეთრიანი ფასის მიუხედავად, უმეტესობას პროდუქცია უფუჭდება.
მათივე თქმით, თუ ხელისუფლება გასაღების ბაზრის დროულად მოძიებაში არ დაეხმარათ, ბანკიდან აღებული ვალების დაფარვას ვერ შეძლებენ.
შესაბამის უწყებებს პრობლემის მოგვარებისკენ თავისუფალი დემოკრატების ლაგოდეხის მაჟორიტარობის კანდიდატმაც მოუწოდა.
ფერმერებს სოფლის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული გია გაფრინდაშვილი გამოეხმაურა. გაფრინდაშვილი ამბობს, რომ პროდუქცია 15 ქვეყანაში გავა მათ შორის რუსეთში.
"რაც არის ეს ყველაფერი 15 ქვეყანაში გავა. ნაწილმა გაიტანა რუსეთში. ცოტა ხნით დაგვიანდა გატანა იმიტომ, რომ რუსეთთან დამაკავშირებელი გზა ჩაკეტილია სტიქიის გამო,"- აცხადებს გია გაფრინდაშვილი.