19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
საყდირისი - იგეგმება კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის დაკითხვა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის დაკითხვა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იგეგმება. საქმე საყდრისი-ყაჩაღიანს ეხება.

ნიკა ანთაძის დაკითხვა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მოითხოვა, რომელიც ამ საქმეზე მოსარჩელე მხარეს წარმოადგენს.

დღევანდელ პროცესზე ასევე დაიკითხებიან კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ის წარმომადგენლები, ვისაც საყდრისისთვის კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის ჩამორთმევასთან კავშირი აქვს.

წინასასამართლო განხილვიდან, როდის გადავა სასამართლო საქმის არსებით განხილვაზე, მოგვიანებით გახდება ცნობილი.

 

დღის ამბები