22 მაისს კორცხელში საარჩევნო უბანთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა.
არასამთავრობო ორგანიზაცია ინციდენტის დროს სამართალდამცველ ორგანოთა საქმიანობის არაეფექტურობაზე, აღძრული მუხლის არაადეკვატაურობასა და დამნაშავეთა დაუსჯელობაზე ამახვილებს ყურადღებას.
დემოკრატიული ინიციატივა რეკომენდაციით მიმართავს ხელისუფლებას მსგავსი ფაქტების თავიდან ასაცილებლად. ანგარიშის დეტალები დღევანდელ პრეზენტაციაზე გახდება ცნობილი.
“სად მოქმედებდა პოლიცია არაკანონიერად, სად იყო მისი მუშაობა არაეფექტური და რა გავლენა ექნება ამ მოვლენებზე ხელისუფლების არასათანადო რეაგირებას, მომდევნო არჩევნების გათვალისწინებით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კორცხელის ინციდენტში მონაწილე ყველა პირის დროული დასჯა არის წინაპირობა იმისა, რომ არჩევნები ჩატარდეს მშვიდობიან გარემოში,“-განაცხადა საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას თავმჯდომარემ, გიორგი მშვენიერაძემ.