19 ნოემბერი 2024,   19:28
ვრცლად
წვიმის შედეგად თბილისში კაიროს ქუჩა დაიტბორა

წვიმის შედეგად პრობლემები შეექმნათ თბილისში, კაიროს ქუჩაზე მცხოვრებ დევნილებს. ერთ-ერთი კორპუსის ეზოში წყალმა შლამი ჩაიტანა, რის გამოც ტერიტორიაზე გადაადგილება შეუძლებელი იყო.

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, მსგავსი ვითარება უბანში ყოველი წვიმის დროს არის და ამ ფაქტს მოუწესრიგებელ სანიაღვრე სისტემას უკავშირებენ.

წვიმის გამო შეფერხებული იყო კორპუსის მახლობლად ტრანსპორტის მოძრაობაც. ადგილზე მობილიზებული იყვნენ შესაბამისი სამსახურები.

გამგეობაში ამბობენ, რომ სანიაღვრე სისტემის შეცვლა უკვე დაწყებულია.

დღის ამბები