თბილისში, ევროპის მოედანზე გარე მოვაჭრეებს ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს. მერიის ზედამხედველობის სამსახურის და რიყის პარკის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა 15-მდე მოვაჭრეს საქმიანობა აუკრძალეს და ადგილიდან გაიყვანეს.
მოვაჭრეები აღნიშნავენ, რომ მათ გაფრთხილება მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მიიღეს და ვერ მოახერხეს ტერიტორიის დატოვება, დღეს კი საქონელი დაუზიანდათ.
მერის მოადგილე პასუხად განმარტავს, რომ გარევაჭრობა კანონით იკრძალება და მერიამ მოვაჭრეებს სამუშაოდ ალტერნატიული ფართიც შესთავაზა.