6 თვის მონაცემებით, ქვეყანაში ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 1,011,680 შეადგინა რაც 18,1%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ეს მონაცემები დღეს ტურიზმის ადმინისტრაციამ გაასაჯაროვა.
ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, პირველი კვარტლის მონაცემებით, ქვეყნის ბიუჯეტში ტურიზმიდან შემოსულ თანხის მოცულობა 354,5 მილიონი დოლარია, რაც 48 მილიონით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაცია წელს ვიზიტორების რეკორდულ რაოდენობას ელოდება.