დღეს X ფაქტორის ფინალია. რუსთავი 2-ის ყველაზე გრანდიოზული მუსიკალური შოუს გამარჯვებული დღევანდელი კონცერტის შემდეგ გახდება ცნობილი.
გადაწყვეტილება მთლიანად მაყურებელის მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ფინალური კონცერტი 09:00 საათიანი კურიერის დასრულებისთანავე დაიწყება.
ამ წუთებში შოუს მონაწილეები ბოლო რეპეტიციას გადიან.
„დღეს არის დღე, როდესაც წყდება ყველაფერი. შემართებით ვარ, ძალიან მინდა, რომ ეს ტიტული მოვიპოვო მე და ავისრულო ჩემი ოცნება,“-განაცხადა გიგი ადამაშვილმა.
იქს ფაქტორის გამარჯვებისთვის ბოლომდე ბრძოლას აპირებენ შოუს დანარჩენი მონაწილეებიც.
ავტორი:სალომე ბენაშვილი.