მიხეილ ცხაკაიას მკვლელობაში ბრალდებულს დღეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. გამოძიებისთვის მიცემული აღიარებითი ჩვენების შემდეგ განმარტებები სასამართლო პროცესზე დემეტრაძეს აღარ გაუკეთებია, თუმცა მომხდარის შესახებ პროცესზე მისმა ადვოკატმა ისაუბრა.
ადვოკატის თქმით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა. ნინო ლალიაშვილი პროცესზე ე.წ. "ქართულ გაგებაზე" საუბრობდა.
მკვლელობა პარასკევს მოხდა. გარდაცვლილს რამდენიმე ცეცხლსასროლი ჭრილობა აღენიშნება.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი