19 ნოემბერი 2024,   19:21
ვრცლად
ცხინვალის მიერ ტერორისტობაში ბრალდებულის ახლობლები დახმარებას ხელისუფლებას თხოვენ

ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ე.წ. უშიშროების კომიტეტის მიერ წამოყენებულ ბრალდებას გიორგი გიუნაშვილის მიმართ - ტერორისტულ საქმიანობასა და შეიარაღებულ ფორმირებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, აპროტესტებენ მისი ახლობლები და თანასოფლელები.

დისეველების მტკიცებით, ბრალდების არც ერთი დეტალი სიმართლეს არ შეესაბამება.
გიუნაშვილის ნათესავები ხელისუფლებას სთხოვენ ყველა არსებული ბერკეტების გამოყენებას იმისთვის, რომ ბრალდებების აბსურდულობა დამტკიცდეს და გიუნაშვილი გაათავისუფლონ.

შეკრებილების ინფორმაციით, გიუნაშვილი ცხინვალის მილიციის იზოლატორში სასტიკად ნაცემია.

დღის ამბები