19 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
“პოლიტიკურ ნიადაგზე რომ მოხდა ეს დაპირისპირება, ამაში ახალი არაფერია" - გია ჟორჟოლიანი

კორცხელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ანგარიშისა და პარლამენტის თავმჯდომარის გუშინ გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, მმართველი პარტია არ აღიარებს, რომ კორცხელის ინციდენტი ხელისუფლების პროვოცირებული იყო.

უმრავლესობის წევრები კვლავ იმეორებენ, რომ ძალადობრივი მოვლენები ნაციონალური მოძრაობის მიერ დაგეგმილი სცენარით წარიმართა.

ქართული ოცნების წევრის გია ჟორჟოლიანი პროვოკაციების თავიდან აცილების კონტექსტში, სამართალდამცავი ორგანოების ეფექტურ მუშაობაზე საუბრობს.

“პოლიტიკურ ნიადაგზე რომ მოხდა ეს დაპირისპირება, ამაში ახალი არაფერი არ არის. ასეთი პროვოკაციები იქნება. ამ პროვოკაციების პასუხი არის ერთი, სამართალდამცავმა ორგანოებმა უნდა იმოქმედონ ეფექტურად,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

კორცხელში მომხდარ დაპირისპირებაზე კიდევ ერთხელ შეფასებები კეთდება ნაციონალურ მოძრაობაში. პარტიის წევრის სალომე სამადაშვილის შეფასებით, ძალადობის ფაქტები კანონის მაქსიმალური ძალით დასჯილი უნდა იქნას.

კორცხელში მომხდარ ინციდენტს აფასებს თავისუფალი დემოკრატების წევრი ალექსი პეტრიაშვილი.

„ადამიანები გამიზნულად ჩასვეს მანქანებში, გაამგზავრეს სამეგრელოში, რათა გასწორებოდნენ ფიზიკურად პოლიტიკურ ოპონენტებს. დანარჩენი გამოძიების პრეროგატივაა,“ - აღნიშნა ალექსი პეტრიაშვილმა.

კორცხელთან დაკავშირებით, დავით უსუფაშვილის ამბობს, რომ ჩხუბი პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა. 

არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ინციდენტის დროს სამართალდამცველ ორგანოთა საქმიანობის არაეფექტურობაზე, აღძრული მუხლის არაადეკვატურობასა და დამნაშავეთა დაუსჯელობაზე ამახვილებს ყურადღებას.

ამავე თემაზე
დღის ამბები