რუსთავი 2-ის მეგა შოუს ფინალი და X ფაქტორის გამარჯვებული. სამთვიანი დაძაბული კონკურსის შემდეგ ჩვენი მაყურებლის რჩეული ავთო აბესლამიძე გახდა.
4 ფინალისტს შორის ხმების ყველაზე დიდი რაოდენობა 49,85% სწორედ ნიკა გვარამიას გუნდის წევრმა მიიღო და X ფაქტორის მესამე სეზონის გამარჯვებული გახდა.
ბათუმელ კონკურსანტს პარტნიორი კომპანიებისგან მრავალი საჩუქარი გადაეცა. მათ შორის ორკაციანი საგზური ბარსელონაში ბიონსეს კონცერტზე დასასწრებად და სუპერ პრიზი - ოროთახიანი ბინა ვაკეში.
41,49%-ით სოფო ნიჟარაძის გუნდის წევრმა X ფაქტორი 2016-ის კონკურსში მეორე ადგილის მიუხედავად, ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის სტატუსი და ათასობით გულშემატკივრის მხარდაჭერა მიიღო.
უსაჩუქროდ არც სხვა კონკურსანტები დარჩენილან. ბილეთები მსოფლიო მასშტაბის ვარსკვლავის, ბიონსეს კონცერტზე დასასწრებად, საგზურები, სტიპენდიები და კიდევ მრავალი სახის საჩუქარი, X ფაქტორი 2016-ის ფინალის ყველა წევრს გადაეცა.