19 ნოემბერი 2024,   19:19
ვრცლად
სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება

სოფლის მეურნეობის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ნიდერლანდების სამეფოში იმყოფება. ოთარ დანელია ჰოლანდიელ კოლეგას შეხვდა.

მხარეებმა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების საკითხები, სასათბურე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის და ევროპის ბაზარზე ქართული პროდუქციის ექსპორტის საკითხებიც განიხილეს.

“ჰოლანდიის სოფლის მეურნეობა არის ერთერთი ყველაზე განვითარებული მსოფლიოში. ისინი არიან ასევე ძალინ ძლიერი ექსპორტიორები. ძალიან კარგია, რომ მინისტრი კარგად იცნობს საქართველოს და იცნობს იმ პროგრესს სოფლის მეურნეობაში, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია,“ - აღნიშნა ოთარ დანელიამ.

დღის ამბები