19 ნოემბერი 2024,   19:17
ვრცლად
პანორამა თბილისი - მესამე სექტორი კანონით აკრძალული მშენებლობის დასაშვებობის შესახებ რეგულაციებს ასაჩივრებს

სამოქალაქო სექტორის სარჩელი პანორამა თბილისის მშენებლობასთან დაკავშირებით. მოსარჩელე მხარე თბილისის გენერალური გეგმების იმ ნაწილების სამართლებრივი შედეგების გაუქმებას ითხოვს, რომელის მიხედვითაც თბილისის ისტორიული ლანდშაფტის ტერიტორიაზე კანონით აკრძალული მშენებლობა დასაშვები ხდება.

სარჩელი არასამთავრობო ორგანიზაციების მანამდე ჩატარებული კვლევის საფუძველზე მომზადდა.

„ვასაჩივრებთ თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ რეგულაციებს, რომელმაც შესაძლებელი გახადა თბილისის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ზონაში ისეთი მასშტაბური მშენებლობებისთვის ნებართვების გაცემა, როგორიც არის პანორამა თბილისი,“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის იურისტმა, ანანო ცინცაბაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები