19 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია გახდა

აჭარის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე პარმენ ჯალაღონია გახდა. მას 11 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

ჯალაღონია აქამდე მთავრობის აპარატში მუშაობდა. ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მიერ შერჩეული მესამე კანდიდატია. უმაღლესმა საბჭომ ორჯერ ჩააგდო იგივე თანამდებობაზე დავით კვაჭაძისა და დავით ქარცივაძის კანდიდატურები.

პარმენ ჯალაღონიას მხარი ქართული ოცნებისა და თავისუფალი დემოკრატების დეპუტატებმა დაუჭირეს. რაც შეეხება ნაციონალურ მოძრაობას, მათ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ.

განმარტება გააკეთა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ პარმენ ჯალაღონიამ.

„მე არ მივეკუთვნები არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და არც ერთ პოლიტიკურ ჯგუფს, ასე რომ ყველა კითხვის ნიშანი, რომელიც შეიძლება ვინმეს მიერ ამ კუთხით ყოფილიყო გაჟღერებული, ძალიან მალე ნახავს რომ იყო უსაფუძვლო,“ - განაცხადა პარმენ ჯალაღონიამ.

დღის ამბები