დიდ ლილოში გზების რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოები დღეს თბილისის მერმა დაათვალიერა.
რეაბილიტაცია დიდი ლილოს დასახლებაში 6 ქუჩას უტარდება. უკვე მოეწყო ახალი სპორტული მოედანი.
დავით ნარმანია ადგილობრივებს დაპირდა, რომ უახლოეს დღეებში ახალი სკვერის მშენებლობაც დაიწყება.
„სამუშაოები მიმდინარეობს ინტენსიურ რეჟიმში და კონკრეტულად ამ დასახლებაში 5 ქუჩა გაკეთდა. ჯამში 15 ათას კვადრატულ მეტრამდე გზა დაიგო და გაკეთდა 2 სათამაშო მოედანი,“ - განაცხადა დავით ნარმანიამ.