ექიმის შეცდომა თუ დამთხვევა?! ბორჯომში ბოლო პერიოდში ერთი ექიმის რამდენიმე პაციენტი გარდაიცვალა. ბოლოს ასეთი შემთხვევა თეთვაძეების ოჯახში დაფიქსირდა.
ნინო თეთვაძე სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ რამდენიმე დღეში სახლში გარდაიცვალა. მიზეზი უცნობია. ოჯახის წევრები მკურნალ ექიმს ადანაშაულებენ და ექსპერტიზის პასუხს ელოდებიან.
ოჯახის წევრები ამბობენ, რომ ნინო თეთვაძის გარდაცვალება ინფექციამ გამოიწვია. მათი მტკიცებით, პაციენტი კლინიკიდან მაღალი სიცხით გამოწერეს.
ექიმი, რომელსაც თეთვაძეები ადანაშაულებენ, ლიცენზიაშეჩერებული იყო. როგორ მოახერხა მან ლიცენზიის აღება, ეს უცნობია.
ჯანდაცვის სამინისტროს ექიმთა საქმიანობის რეგულირების სააგენტოში ადასტურებენ, რომ ექიმს მუშაობის უფლება ნამდვილად ჰქონდა შეჩერებული.
კურიერის გადამღებმა ჯგუფს კი კლინიკაში მუშაობის საშუალება არ მიეცა.
ავტორი: ეკა გაგუა