თამარაშვილის ქუჩის მაცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს, სადაც სკვერში დაგეგმილი მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობა გააპროტესტეს.
ვაკის გამგეობის სკვერში მაღალსართულიან მშენებლობას კომპანია ველაჯიო გეგმავს.
დეველოპერის თქმით, მოკრძალებული 15-სართულიანი მშენებლობისათვის ნებართვა ჯერ არ გაცემულა, თუმცა ეს პროცესი თბილისის მერიაში აქტიურ ფაზაშია და საბოლოო დასტურის მისაღებად რაიმე შემაფერხებელი გარემოება არ არსებობს.
თამარაშვილის მაცხოვებლების პროტესტს ოპოზიციის წევრებიც შეუერთდენენ.
მოგვიანებით მათ ვაკის გამგებელიც შეხვდა და პირადი მოსაზრება გამოთქვა, რომ თბილისის სკვერებში კორპუსები არ უნდა შენდებოდეს.