19 ნოემბერი 2024,   19:23
ვრცლად
ექსკლუზივი - ჯონ კერიმ ძველი თბილისი დაათვალიერა, იმყოფებოდა ქართულ რესტორანშიც

ოფიციალური ვიზიტის არაოფიციალური მხარე - საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ოფიციალური შეხვედრების შემდეგ ძველ თბილისში იმყოფებოდა.

ფეხით გაისეირნა ლესელიძის ქუჩაზე, იმყოფებოდა სიონის ტაძარშიც, ბოლოს კი ქართულ რესტორანში გაჩერდა. დააგემოვნა ქართული ღვინო, ხაჭაპური და სხვა ქართული კერძები.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოქალაქეებსაც გამოელაპარაკა. შეხვდა სტუდენტებსაც. 

პირები, რომლებმაც სახელმწიფო მდივანთან გასაუბრება მოახერხეს, აღნიშნავენ, რომ ჯონ კერის თბილისი ძალიან მოეწონა. მეტიც, როგორც კერიმ თქვა, თბილისიდან ძალიან დადებითი მუხტს იღებს. 

ჯონ კერის ძველი თბილისი საქართველოში აშშ-ის ელჩმა დაათვალიერებინა. 

თბილისის ქუჩებში მოსეირნე ჯონ კერი მხოლოდ კურიერის გადამღებმა ჯგუფმა დააფიქსირა. 

 

 

ავტორი: ბექა მჭედლიშვილი

 

დღის ამბები